ინგრედიენტები 3 პორციისთვის:
6 კვერცხი (3 გული და 6 ცილა)
1 უცხიმო გახეხილი ქათმის მკერდი
1 პომიდორი
1 თავი მოცარელა
ბროკოლის რამდენიმე ყვავილი
რეჰანის რამდენიმე ფოთოლი
1 კბილი ნიორი
1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
მარილი, პილპილი და ზაფრანა
მომზადება: კვერცხის ცილა კურკუმასთან და მარილთან ერთად ათქვიფეთ გამაგრებამდე, შემდეგ ნაზად აურიეთ კვერცხის გული, რომ მიიღოთ ერთიანი და ფუმფულა ცომი. ზეითუნის ზეთით ცხიმწასმულ ცხელ ტაფაში დაასხით მიღებული მასა . დაამატეთ მოცარელას ნაჭრები, ბროკოლი, პომიდორი , გახეხილი ქათამი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ყველი არ დაიშლება. სუფრასთან მიტანამდე დავამატოთ რეჰანის ფოთლები.