ინგრედიენტები 3 პორციისთვის:

6 კვერცხი (3 გული და 6 ცილა)

1 უცხიმო გახეხილი ქათმის მკერდი

1 პომიდორი

1  თავი მოცარელა

ბროკოლის რამდენიმე ყვავილი

რეჰანის რამდენიმე ფოთოლი

1 კბილი ნიორი

1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

მარილი, პილპილი და ზაფრანა

 

მომზადება: კვერცხის ცილა კურკუმასთან და მარილთან ერთად ათქვიფეთ გამაგრებამდე, შემდეგ ნაზად აურიეთ კვერცხის გული, რომ მიიღოთ ერთიანი და ფუმფულა ცომი. ზეითუნის ზეთით ცხიმწასმულ ცხელ ტაფაში დაასხით მიღებული მასა . დაამატეთ მოცარელას ნაჭრები, ბროკოლი, პომიდორი , გახეხილი ქათამი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ყველი არ დაიშლება. სუფრასთან მიტანამდე დავამატოთ რეჰანის ფოთლები.